ქარელის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე ასაკის კაცი მოკლეს.
შემთხვევა სოფელ სამწევრისში, გუშინ მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთ-ერთ კაცს მეორე დათვი ეგონა და სანადირო თოფიდან გაისროლა, რაც მეორე მამაკაცისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
სამართალდამცავებმა სავარაუდო დამნაშავე დააკავეს.