უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

2023-11-18 19:51:23

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. 

ოჯახმა მისი გარდაცვალების შესახებ გუშინ საღამოს შეიტყო.

მათი თქმით, 31 წლის ნიკა გელენიძე უკრაინაში 5 სექტემბერს წავიდა.

ახლობლების ინფორმაციით, ის ბახმუტთან იბრძოდა, სადაც დაბომბვის შედეგად დაიღუპა.

ნიკა გელენიძე აფხაზეთიდან დევნილია და ოჯახთან ერთად ფოთში ცხოვრობდა. ჯერ უცნობია, როდის მოხდება მისი საქართველოში გადმოსვენება.