რუსთავში ოქრო გაძვირდა

2023-11-16 20:47:05

რუსთავის ოქროს ბირჟაზე ოქრო გაძვირდა.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის"ოქროს ბირჟაზე" მოვაჭრეებმა განუცხადეს, ბოლო ერთი თვეა, რაც ძვირფასი ლითონის ნაკეთობებზე ფასმა მატება დაიწყო და მოსალოდნელია, რომ ასეც გაგრძელდება.

მოვაჭრეების თქმით, მაღალი სინჯის გრამი ოქროს ფასი 170-175 ლარია.

ე.წ რუსული და იტალიური 1 გრამი ოქროს ფასი 135 ლარიდან იწყება და 150-მდე ადის.

რაც შეეხება ბაჯაღლოს ტრადიციულ რგოლებს, გრამი ბაჯაღლო გაზაფხულზე 170-180 ლარად შეგეძლოთ, ახლა მისი ფასი 180-190 ლარია.

დაუმუშავებელ ოქროს, ე.წ. ჯართს ახლა 100-110 ლარის ფარგლებში შეიძენთ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები