ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ქართველი ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს, - ინფორმაციას ყირგიზული მედია ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, 1990 წელს დაბადებული კაცის საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას ამოღებულია TT-ის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალებები.
დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის მუხლით არის დაწყებული.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დაკავებული ქართველი ე.წ კანონიერი ქურდის, ზაზა ელიკაშვილის, მეტსახელად "კარალეიკას" ნათესავია და საქართველოში ერთ-ერთი ქალაქის ე.წ "მაყურებლად" არის წოდებული.