თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე "რატის ბარში" 2 ადამიანი დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე ადამიანი სიტყვიერად დაუპირისპირდა, რის შემდეგაც ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ.
შემთხვევის დროს 2 ადამიანი დაიჭრა, ერთმა კი ფიზიკური დაზიანებები მიიღო.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, დაკავებულია 1 პირი.