შეიარაღებულმა პირებმა სახლი დააყაჩაღეს

2023-11-12 15:39:38

ხობის რაიონის, სოფელ ჭალადიდში ერთ-ერთი სახლი დააყაჩაღეს.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე შეიარაღებული პირი სალარიძეების ოჯახს დაესხა თავს და ფული და ოქრო მოითხოვა.

თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ. მათ ოჯახის წევრები გაკოჭეს და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. არსებული ინფორმაციით, წაღებულია დაახლოებით 500 ლარამდე თანხა და ოქრო.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.