წალენჯიხაში, ჭანტურიას ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ეზოში შევარდა და საცხოვრებელი სახლის კიბეს შეეჯახა.
მანქანას არასრულწლოვანი მართავდა.
შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღეს მძღოლმა და მგზავრებმა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან მოზარდებიც.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.