საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულში 153 პირია მხილებული

2023-11-10 20:17:52

"საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულში 153 პირია მხილებული, მათგან  62 - სამართალდამცავია" - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც სამსახურის 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მხილებული 153 პირიდან, 62 - სამართალდამცავია, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის დადგა. 69 პირი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში იქნა მხილებული, 16 პირი კი ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში", - განაცხადა კოკა კაციტაძემ [bm.ge]