სასწრაფოს ექიმებმა 2 პაციენტის სიცოცხლე გადაარჩინეს. ინფორმაციას გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად" ავრცელებს.
"საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თბილისის მე-7 ფილიალის და მცხეთის რაიონული სამსახურის სამედიცინო ბრიგადის მიერ გადარჩენილი 2 ადამიანის სიცოცხლე. გაჩერებული გული და სამედიცინო პერსონალის მიერ დაუყოვნებლივ დაწყებული პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიების შედეგად, წარმატებით აღდგენილი ორი გულისცემა:
ექიმი - ნათია გულბათაშვილი;
ექთანი - მაია მოხევიშვლი;
მძღოლი - ვალერიან ბუაევი;
ექიმი- ნინო ნარმანია;
უმცროსი ექიმი- სალომე გურასაშვილი;
მძღოლი- ბადრი ბესელაშვილი", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.