თურქეთში მიწისძვრა მოხდა

2023-11-09 18:09:50

თურქეთში პროვინცია ჰათაის​ კირიჰანის რაიონში 4,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო (AFAD) იტყობინება. მიწისძვრა 8 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.