ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ავარიაში მოყვნენ.
შემთხვევის დროს ორი დაშავებული პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.