8 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

2023-11-07 20:09:53

ზუგდიდში ქვეითად მოსიარულე 8 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა.

დაშავებული არასრულწლოვანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ყბა-სახის დაზიანებები აღენიშნება და მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.