ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე თბილისის მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა მიესაჯა

2023-11-06 15:09:45

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 1,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა კიდევ ერთ ბრალდებულს - კომპანია "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის" სპეციალისტს, ვახტანგ ლონდარიძეს.

ამ საქმეზე პატიმრობა აქვს მისჯილი კიდევ 9 ადამიანს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში, ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა.

13 წლის მარიტა მეფარიშვილი მიყენებული დაზიანებებით მალევე გარდაიცვალა, მისი ორი მეგობარი კი, მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს.