ხობის მუნიციპალიტეტში, თეკლათის მონაკვეთზე, საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლში დედა და მისი 3 მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდნენ. მან ბავშვების სახლიდან გამოყვანა მოახერხა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები მუშაობდნენ.