ვის გაეზრდება სტიპენდია

2023-11-04 13:31:17

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სპორტის მიმართულებით გამოყოფილ დაფინანსებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სპორტის მიმართულებით დამატებით 20 მილიონი ლარი გამოიყოფა.

"სპორტის მიმართულებით დამატებით გამოვყოფთ 20 მილიონ ლარს, აქედან 15 მილიონი ლარი მოხმარდება სპორტულ ფედერაციებს და 5 მლნ ლარი მიემართება დამსახურებული სპორტსმენების, მწვრთნელების და საექიმო პერსონალის ყოველთვიური სტიპენდიების ზრდისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.