მეზობელმა მამა-შვილი დაჭრა

2023-11-03 00:37:45

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მეზობელმა მამა და შვილი ცივიიარაღით დაჭრა.

როგორც ცნობილია, შელაპარაკება ყოფით ნიადაგზე, პარკინგის ადგილის გამო დაიწყო, როცა, სავარაუდოდ, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მეზობელმა მამა-შვილს დანით დაზიანებები მიაყენა.

დაზარალებულები ამ დროისთვის კლინიკაში არიან გადაყვანილნი.