ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის ფაქტები

2023-11-01 14:28:47
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მცხეთისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს.
მოქალაქეები აკრძალული საშუალებებით უკანონო თევზჭერას სოფელ ქვემო ნიჩბისის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე და სოფელ ბეითარაბჩის მიმდებარედ, მდინარე დებედაზე ახდენდნენ.