ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა

2023-10-31 12:34:22

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მარშალ გელოვანის გამზირზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი მანქანა შეეჯახნენ.

შემთხვევის დროს დაშავებული მოტოციკლის მძღოლი, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს კლინიკაში გადაჰყავდა, თუმცა ახალგაზრდა ბიჭი სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანამდე გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: მთავარი არხი