ტაქსის მძღოლმა ქალის გაუპატიურება სცადა

2023-10-27 13:07:49

თბილისის ცენტრში, მთაწმინდაზე ტაქსის მძღოლმა ტურისტზე სექსუალური ძალადობა სცადა.

რუსეთის მოქალაქემ თავდამსხმელის მოგერიება შეძლო და პოლიციას მიმართა.

მამაკაცი დაკავებულია.

როგორც ირკვევა, 40 წლამდე კაცმა რამდენიმე კვირის წინ სხვამ, უცხო ქვეყნის მოქალაქეზეც სცადა ძალადობა.

ტურისტი ქალის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მამაკაცს ბრალდება წარედგინება გაუპატიურების მცდელობის მეორე ეპიზოდზეც. 

ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, კაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს და სასამართლო ექსპერტიზის ჩატარებას ელოდებიან. ამ ეტაპზე დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 137-ე და 178-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობასა და ძარცვას გულისხმობს.