სოფელ სუფსაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ბოძს შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის ეკიპაჟები.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილითაა დაწყებული.