პოლონეთში, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.
მამაკაცს ქურდობას ედავებიან.
როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებები იტყობინებიან, 41 წლის კაცმა ღია მანქანიდან საფულე იმ დროს მოიპარა, როცა მეპატრონე რამდენიმე წუთით მაღაზიაში შევიდა.
პოლიციის რეაგირების შედეგად, ქართველი მალევე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.
ბრალდებულს 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.