დიდ დიღომში, "გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილი 28 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც კლინიკა "ვივამედის" დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, მამაკაცს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული, თუმცა, მას ოპერაციული ჩარევა არ დასჭირვებია და ამბულატორიული მკურნალობისთვის დღესვე გაეწერება.
"28 წლის მამაკაცი ჩვენთან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ იქნა შემოყვანილი. ის კონსულტირებული იქნა ქირურგის მიერ, მარცხენა ქვემო კიდურის ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნება, პირველადი ქირურგიული დამუშავება ჩატარდა, ჭრილობის არსებობის გამო, იმუნიზაცია გაკეთდა, ასევე ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პაციენტი ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერება. ქირურგიული ჩარევა ჭრილობის დამუშავების კუთხით დასჭირდა", - განაცხადა ჩხაიძემ.
ცნობისთვის, შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა. დიდ დიღომში, "გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე 28 წლის მამაკაცი დაჭრეს.