პოლონეთში, დააკავეს ქართველი, რომელიც პოლონური მედიის ცნობით, საჭეს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა და მოქალაქეებს დაეჯახა.
შემთხვევა გვიან ღამით, ბოულინგ ცენტრთან მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.
"პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის შელაპარაკება დაიწყო, რასაც ჩხუბი მოჰყვა. ერთ-ერთი მონაწილე მანქანაში ჩაჯდა და კლუბის წინ მყოფ ადამიანებს შეეჯახა. შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერს მედია.
დევნის შემდეგ მძღოლი, საქართველოს 23 წლის მოქალაქე დააკავეს.