ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.
ინფორმაციას ხეჩინაშვილის კლინიკაში ადასტურებენ.
დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
ცნობისთვის, ვაზისუბანში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, რის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.