ვაზისუბანში, სადაც საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, სამი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადე.
ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად კორპუსის სამი სართული დაზიანდა.
“ბუნებრივი აირია აფეთქებული. ექსპერტიზის და გამოძიების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა აფეთქება.
ხანძარი ლიკვიდირებულია, სახანძრომ სწრაფად იმუშავა. დაზარალებული და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
ამ ეტაპზე მთავარია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა დაზარალებული ოჯახები გაიყვანოს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს და შეამოწმოს კორპუსის მდგრადობა”,- აცხადებს ბესიკ დონაძე.
შემთხვევის ადგილას სახანრო-სამაშველო სამსახური ამ დრომდე ახორციელებს სალიკვიდაციო სამუშაოებს.