22 ოქტომბერს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობის 68-ე ეტაპი ჩატარდა.
ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებს 800-ზე მეტი ბავშვი შეემატა. ამჟამად მის უწმინდესობას 47000-ზე მეტი ნათლული ჰყავს.
ნათლულებს და მათ ახლობლებს მისმა უწმინდესობამ შემდეგი სიტყვებით მიმართა: სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ღმერთმა დალოცოს დღეს მონათლულები.
ღმერთმა დალოცოს მათი მშობლები და ოჯახის წევრები.
წყალობა უფლისა თქვენზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!",- ნათქვამია განცხადებაში.