2023 წლის იანვარ-სექტემბერში რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 3 387 პირზე გაიცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2022 წელს, წლიურად კი რეადმისირებული იქნა საქართველოს 3 034 მოქალაქე.
აღსანიშნავია, რომ წელს ყველაზე მეტი - 2 202 მოქალაქის საქართველოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება გერმანიაში მიიღეს.
ევროკავშირის 10 ქვეყანას, საიდანაც 2023 წლის 9 თვეში საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქის რეადმისია განხორციელდა:
გერმანია - 2 202
საფრანგეთი - 468
საბერძნეთი - 136
შვეიცარია - 132
პოლონეთი - 69
იტალია - 69
ესპანეთი - 63
ნიდერლანდები - 61
ბელგია - 44
შვედეთი - 30