ქართველი ებრაელი, რომელსაც ჰამასის თავდასხმების შემდეგ ეძებნენ, გარდაცვლილი იპოვეს

2023-10-22 12:12:49

ქართველი ებრაელი თამარ გოლდბერგი, რომელიც ისრაელში, ნოვას ფესტივალზე „ჰამასის“ თავდსხმის შედეგად, დაკარგულად ითვლებოდა, გარდაცვლილი იპოვეს.

ინფორმაციას ქალის და სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ ავრცელებს.

14 დღის შემდეგ ღმერთმა წაართვა იმედი, რომელიც მქონდა... ის ხოცვა-ჟლეტის დროს მოკლეს “, - წერს ის.

თამარ გოლდბერგი მუსიკალური ფესტივალზე იმყოფებოდა, რომელსაც “ჰამასი” დაესხა თავს.

ისრაელზე 7 ოქტომბერის შემდეგ, “ჰამასის” თავდასხმას შედეგად, სულ მცირე 2 ქართველი ებრაელის გარდაცვალება დასტურდება.