რუსთავში საბავშვო ველორბოლა 2023 ჩატარდა.
ველორბოლა ქალაქის ცენტრალურ პარკში ჩატარდა და მასში 80-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.
"ვატარებთ საბავშვო ველორბოლას, რომლის ორგანიზატორია ეროვნული ფედერაცია "სპორტი ყველასათვის". სპორტულ მხარეზე ზრუნავს "რუსთაველო". ამ შეჯიბრებას უკვე მე-6 წელია ვატარებთ, ტრადიციად ჩამოყალიბდა, რაც ძალიან მისასალმებელია. 80 ბავშვი ჩაერთო ველორბოლაში და გვაქვს 3 ასაკობრივი კატეგორია. დაჯილდოვდებიან ცალკე გოგონები და ცალკე ბიჭები.
მინდა მადლობა გადავუხადო რუსთავის ცენტრალური პარკის ადმინისტრაციას, რუსთავის მუნიციპალიტეტს, რომ სივრცე გამოგვიყვეს და გვეხმარებიან ღონისძიების კარგად ჩატარებაში. მადლობა ღვთისმშობლის სახელობის რუსთავის სამრევლო სკოლას და მაღაზია "Gsport"-ს, რომლებიც პატარებს წაახალისებენ პრიზებით.
უნდა აღინიშნოს, რომ ველოსიპედების გამართულობაზე იზრუნა ველო კუთხემ და ასევე დააჯილდოვებს ჩვენს მონაწილეებსაც.
თავის მხრივ, 15 მონაწილეს გადასცემს ჯილდოს ეროვნული ფედერაცია", - განაცხადა ღონისძიების სპორტულმა ხელმძღვანელმა გიგა ძულიაშვილმა.
ველორბოლაში 3-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებმა იასპარეზეს.