მარნეულში მოზარდი დაჭრეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მოსწავლეები სკოლიდან სახლში ბრუნდებოდნენ.
მოზარდი ქვედა კიდურის არეშია დაჭრილი.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ვითარებაში მიაყენა ბავშვს თანატოლმა დაზიანება.
დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.