რუსთავის 23 სკოლაში დირექტორების არჩევნები ჩატარდა

2023-10-18 13:33:16

რუსთავის 23 საჯარო სკოლაში დირექტორების არჩევნები ჩატარდა.

არჩევნების პროცესი 16-17 ოქტომბერს მიმდინარეობდა.

სკოლებში სამეურვეო საბჭოებმა წარდგენილი კანდიდატები აირჩიეს, რის შემდეგაც საბჭოს მიერ შედგენილი ოქმი მართვის საინფორმაციო სისტემაში გადაიგზავნა და მოხდება არჩეული დირექტორების რეგისტრაცია.

სამინისტროდან შესაბამისი ბრძანების მოსვლის შემდეგ, სამეურვეო საბჭო არჩეულ კანდიდატებს ხელშეკრულებებს გაუფორმებს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" გაარკვია 23 საჯარო სკოლაში არჩევნების შედეგად არჩეული დირექტორების სია, რომლებიც სამინისტროს ბრძანებისა და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოვალეობის შესრულებას შეუდგებიან.

1-ლი საჯარო სკოლა - ანა მახარაშვილი, მე-7 სკოლაში ასწავლიდა ინგლისურს

მე-2 საჯარო სკოლა - ნინო გავაშელი, 21-ე სკოლის ყოფილი დირექტორი

მე-4 საჯარო სკოლა - ლია ჯღარკავა, მე-7 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი და რუსთავის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი

მე-5 საჯარო სკოლა - ეკა ცხვედაძე, 22-ე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი

მე-6 საჯარო სკოლა - ინგა ქურდოვანიძე, მე-9 სკოლის ყოფილი დირექტორი

მე-7 საჯარო სკოლა - მაია ბუაძე, ამავე სკოლის ყოფილი დირექტორის, ლია ჯღარკავას ყოფილი მოადგილე

მე-9 საჯარო სკოლა - ნინო დარსალია, მე-2 საჯარო სკოლის დირექტორის ყოფილი მოადგილე

მე-10 საჯარო სკოლა - მანანა ფიროსმანაშვილი, მე-2 ვადით

მე-11 საჯარო სკოლა - ნაირა ქარუხნიშვილი, მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორი

მე-12 საჯარო სკოლა - მარინა ბულია-მელქაძე, მე-2 ვადით

მე-13 საჯარო სკოლა - ლელა ქურდაძე, მე-2 ვადით

მე-14 საჯარო სკოლა - ნონა ლორია, მე-2 ვადით

მე-15 საჯარო სკოლა - შალვა კერვალიშვილი, მე-4 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი

მე-16 საჯარო სკოლა - ირინა მელქაძე, მე-2 ვადით

მე-17 საჯარო სკოლა - ნელი ლიქოკელი, მე-2 ვადით

მე-18 საჯარო სკოლა - ნატალია ჯავახიშვილი, მე-2 ვადით

მე-20 საჯარო სკოლა - ნინო ბეგაძე, მე-8 სკოლის ყოფილი დირექტორი

21-ე საჯარო სკოლა - გიორგი შეყილაძე, მე-11 სკოლის ყოფილი დირექტორი

22-ე საჯარო სკოლა  - ნათია ვარდიაშვილი, მასწავლებელი იყო თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში

23-ე საჯარო სკოლა - მზია კიწმარიშვილი, ამავე სკოლაში დირექტორად დანიშნული იყო სამინისტროს მიერ და ახლა პირველი ვადით აირჩიეს

24-ე საჯარო სკოლა - თამარ გოგაძე, მე-5 სკოლის ყოფილი დირექტორი და რუსთავის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი

25-ე  საჯარო სკოლა - ბექა შათირიშვილი, მე-3 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი

28-ე საჯარო სკოლა - ნათია მაზანიშვილი, მე-2 ვადით

ჯერ-ჯერობით არჩევნები არ ჩატარებულა მე-3, მე-8 და 26-ე საჯარო სკოლებში.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წელს, სკოლის დირექტორობის მსურველებმა სასერტიფიკატო გამოცდები ჩააბარეს. გამოცდაზე 1839 აპლიკანტი გავიდა, მეორე ეტაპზე კი 755 პირი გადავიდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები