მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
ახალგაზრდა მკურნალობას თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადიოდა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში 14 ოქტომბერს, ღამით, მოხდა.
შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღო კიდევ სამმა პირმა, ორი მათგანი ამ დრომდე აგრძელებს მკურნალობას.