სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს კაცი გარდაიცვალა

2023-10-17 14:10:12

მარნეულში უბედურ შემთხვევას კაცი ემსხვერპლა.

ოთხი კაცი სასმელი წყლის მილების გასაყვანად სამი მეტრის სიღრმის ორმოში მუშაობდნენ, რა დროსაც მიწა მოწყდა და ერთი ადამიანი მოიყოლა.

58 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ცხედარი რუსთავში ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.