წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ გეგუთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე პირველი სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა.
მეოთხე კლასელმა ვარდნის შედეგად დაზიანებები მიიღო.
ბავშვმა გაიტეხა თავი, მოტეხილი აქვს ხელები. მოსწავლე მომხდარიდან მალევე კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.