2022 წელს 434-მა არასრულწლოვანმა იმშობიარა

2023-10-17 11:22:01

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, სოფო რუსეცკის განცხადებით, 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით 815 არასრულწლოვანის ორსულობა აღირიცხა.

სოფო რუსეცკის განცხადებით, 2022 წელს 434-მა არასრულწლოვანმა იმშობიარა.

„სტატისტიკური მონაცემები, რასაც სახალხო დამცველი ყოველწლიურად ითხოვს, შემიძლია მოგახსენოთ. მაგალითად, 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით 815 არასრულწლოვანი ორსული იყო, აქედან მშობიარობის რიცხვი 434-ს აღწევს. წარმოიდგინეთ, ჩვენი ქვეყნისთვის ეს როგორი მასშტაბურია. როცა ადრეულ ასაკში ქორწინება ხდება, გოგონები განათლების მიღებას წყვეტენ. სკოლებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2022 წელს 47-მა გოგონამ ქორწინების მიზეზით განათლების მიღება შეწყვიტა“, - აცხადებს რუსეცკი.