ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

2023-10-15 13:36:51

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 187-ე კმ-ზე (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - სოფელი ვაჭევი) შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობის პროცესში ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის გადაადგილების უსაფრთხოების მიზნით, 2023 წლის 15 ოქტომბერს 06:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება სავალი ნაწილის ორივე ზოლზე.