კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შედეგად ერთ-ერთ მანქანაში მყოფი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.