ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში ხანძარი იყო.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
"ტვ 25"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 4-წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.
რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.