ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუის ტყეში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 27 წლის კაცს მეგობრის მიერ სანადირო თოფიდან შემთხვევის გავარდნილი ტყვია მოხვდა.
კაცი სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ.