დაკარგული კაცი გარდაცვლილი ტყეში იპოვეს.
დუშეთის მუნიციპალიტეტში, ტყეში, 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
კაცს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.