გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "სუბარუს" მარკის მსუბუქი ავტომობილი და ყურძნით დატვირთული მიკროავტობუსი შეეჯახა.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ორი დაშავებული ქარელის "გორმედში" გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.