შსს-მ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ერთი პირი დააკავა

2023-10-06 17:32:58

პო­ლი­ცი­ამ თბი­ლის­ში, და­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი გახ­სნა - და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2 ოქ­ტომ­ბერს, ბრალ­დე­ბულ­მა თბი­ლის­ში, და­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სარ­დაფ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღი­სა და ბლაგ­ვი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა მე­გო­ბარს - 1981 წელს და­ბა­დე­ბულ ლ.ა.-ს., რის შემ­დგო­მაც ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.შ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღე­ბი ნივთმტკი­ცე­ბა­დაა ამო­ღე­ბუ­ლი.