ოქროს საიუველირო ნაკეთობების საბაჟო ღირებულებამ 12 341,67 ლარი შეადგინა

2023-10-06 15:56:30

სარფისა და სადახლოს საზღვრებზე, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორფმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 12 341,67 ლარი შეადგინა.

"საბაჟო გამშვებ პუნქტებში "სარფი" და "სადახლო-საავტომობილო." მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 135,2 გრამი) გამოვლინდა" - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით 2 341,67 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრათ