მწვანე ბარათის პროგრამის სარეგისტრაციო პერიოდი ცნობილია.
ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.
"მონაწილეობისთვის საჭირო აუცილებელ ინფორმაცია"
▪️ მონაწილეობამდე სრულად გაეცანით ინსტრუქციას: https://bit.ly/DVGEO25
▪️ რეგისტრაცია იწყება 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე.
▪️ რეგისტრაცია დასრულდება 7 ნოემბერს, 20:00 საათზე.
▪️ რეგისტრაცია იყო და არის უფასო. ნუ გადაუხდით თანხას ვინმეს მონაწილეობისთვის.
▪️ რეგისტრაცია ხდება მხოლოდ ამ ვებგვერდზე: dvprogram.state.gov
▪️ თაღლითობის მაღალი რისკის გამო ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს.
▪️ რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ.
▪️ სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2024 წლის 4 მაისიდან იმავე ვებგვერდზე: dvprogram.state.gov
▪️ აშშ-ის მთავრობა არ გამოგიგზავნით სტატუსის შესახებ შეტყობინებას.
▪️ შერჩევის შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რამე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა მგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა.
▪️ მწვანე ბარათის ლატარიაში შერჩევა არ იძლევა გარანტიას, რომ თქვენ მიიღებთ საიმიგრაციო ვიზას ან მიხვალთ სავიზო გასაუბრების ეტაპამდე. გთხოვთ, გაეცნოთ პროგრამის ინსტრუქცია: https://bit.ly/DVGEO25",- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.