2023-10-02 17:37:33
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 14 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია knews ავრცელებს და წერს, რომ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს მანქანა იმ დროს შეეჯახა, როდესაც ველოსიპედით გადაადგილდებოდა.