2023-09-30 16:16:09
ბათუმში, კაცი ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა.
ნაცემი ქალი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, კაცი დაკავებულია და ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.