სამტრედია-ლანჩხუთის გზაზე ავარია მოხდა.
თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს შეეჯახა ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რა დროსაც ორი ადამიანი დაშავდა
ადგილზე იმყოფებოდა როგორც სასწრაფო სამედიცინო სამსახური, ისე პოლიცია.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ცშინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ფოტო: netgazeti.ge