ქვემო ქართლში კაცმა ცოლი მოკლა და შვილი დაჭრა

2023-09-26 12:01:32

ბოლნისში კაცმა ცოლი მოკლა და შვილი დაჭრა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ, მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა, ის კლინიკაშია მოთავსებული.

ადგილობრივის თქმით, მკვლელობა ცივი იარაღით მოხდა.

როგორც შსს-ში განგვიცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ჯერ-ჯერობით დამატებითი დეტალები უცნობია.