აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
ადგილობრივი მედიის TV25-ის ინფორმაციით, მამაკაცი ბეტონის გადამამუშავებელ დანადგარში მოყვა და გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.