საქართველოში საარსებო შემწეობას 650 475 ადამიანი იღებს

2023-09-22 17:03:07

თბილისში მცხოვრები ყოველი მე-9 ადამიანი საარსებო შემწეობას იღებს. უფრო კონკრეტულად, სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს სტატისტიკის მიხედვით, დედაქალაქში საარსებო შემწეობას ჯამში 137 167 ადამიანი იღებს, საქსტატის მონაცემებით კი თბილისში სულ 1 241 709 ადამიანი ცხოვრობს.

რაც შეეხება ზოგად მონაცემებს, სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკით, 2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში საარსებო შემწეობას 650 475 ადამიანი იღებს, აქედან 195 985 ის ადამიანია, რომელთაც საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის პაკეტი გარანტირებულად უნარჩუნდებათ.

2023 წლის ივლისში კი საქართველოში საარსებო შემწეობას ჯამში 661 305 ადამიანი იღებდა, აქედან 191 333 ისინი, რომელთაც საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის პაკეტი გარანტირებულად უნარჩუნდებათ.